ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს სცემეს. რუსთავი2 მსხვერპლზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი სცემეს.
შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ პოლიციელებმა ერთი პირი ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვასა და ძალადობას გულისხმობს.