ახალი ამბებისაზოგადოება

მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედებაში  ბრალდებული დააკავეს

9 თებერვალი, 2019 •
მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედებაში  ბრალდებული დააკავეს

პოლიციამ  კასპში დააკავა პირი, რომელსაც ბრალად არასწრულწოვანთან გარყვნილი ქმედება ედება.

1959 წელს დაბადებული რ.ბ-ს, თუკი დანაშაული დაუმტკიცდა, 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ “ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს”.

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  მიმდინარეობს.


2018 წელს, შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს. აქედან 4 მხილებული იყო გაუპატიურებაში (სსკ-ის 137-ე მუხლი), 2 – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი), 24 – გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი) და 86 – 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში (სსკ-ის 140-ე მუხლი).

შსს -მ 6 თებერვალს განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ. აეკრძალებათ.

კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი