გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული კაცი მეზობლად მცხოვრებ 10 წლის გოგონას სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. გარდა ამისა, ბრალდებულმა ბავშვი დაითანხმა, რომ მსგავსი შინაარსის ფოტოები მისთვისაც გაეგზავნა.
“საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა”, – წერია შსს-ის განცხადებაში.
პოლიციელებმა ნივთმტკიცებად ამოღეს ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.








