13 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული.
ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საქმის შესახებ პირველად ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია. მათი ცნობით, სავარაუდო ბრალდებულია 50 წლამდე ასაკის კაცი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სექსუალურ ხასიათის ქმედებას”.