შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებიდან 6 თვეში — 2018 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით — თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის 244 შემთხვევა დაფიქსირდა.
შსს-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებში ჩანს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე პრიმა მუხლით (“თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა”) გათვალისწინებული ყველაზე მეტი სამართალდარღვევა პირველ თვეში, მაისში დაფიქსირდა — 101. აქედან ფიზიკური პირები 84 დარღვევაში ფიგურირებდნენ, იურიდიული პირები კი- 17-ში.
ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით სამართალდარღვევების უწყვეტი კლება ფიქსირდება, თუმცა ნოემბერში მცირედით კვლავ იმატებს
ნახეთ ასევე: