ახალი ამბები

თამბაქოს კომპანიები კრიზისული ვითარებით სარგებლობას ცდილობენ – NCDC

31 მარტი, 2020 • 1966
თამბაქოს კომპანიები კრიზისული ვითარებით სარგებლობას ცდილობენ – NCDC

დაავადებათა კონტორილის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, თამბაქოს კომპანიების მიერ ქვეყანაში სპონსორობისა და რეკლამირების უკანონო ფაქტები დაფიქსირდა. ცენტრში კომპანიების მხირდან მსგავს ქმედებას “შექმნილი ვითარებით სარგებლობას” უწოდებს.

“საქართველოს კანონმდებლობით, არცერთ ლეგალურ ბიზნესს არ ეკრძალება ქველმოქმედება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თამბაქოს ინდუსტრია წარმოადგენს ისეთ ბიზნესს, რომლის საქმიანობა ადამიანის ჯანრთელობასა და კეთილდღეობასთან შეუთავსებელია, მათ მიერ გაკეთებული შემოწირულობები, რათა არ მიეცეს რეკლამირებისა და სპონსორობის სახე, მკაცრად რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით (საქართველოს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, საქართველოს კანონო მაუწყებლის შესახებ).

სამწუხაროდ, დაფიქსირდა თამბაქოს კომპანიებისა და მათი წარმომადგენლების მხრიდან ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდით სარგებლობისა და მათი მხრიდან სპონსორობისა და რეკლამირების უკანონო ფაქტები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით ვაცხადებთ, რომ თამბაქოს ინდუსტრია, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მიზნებთან სრულად შეუთავსებელია.

შესაბამისად, ჩვენთვის ნებისმიერ სიტუაციაში მიუღებელია ამ ინდუსტრიასთან რაიმე სახით თანამშრომლობა და/ან კომუნიკაცია, გარდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კონტაქტისა, გამჭვირვალობის შესაბამისი წესის დაცვით”, – წერია NCDC-ის განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თამბაქოს ინდუსტრიას მოუწოდებს, ნუ გამოიყენებებ ბოროტად ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ნუ დაარღვევენ კანონს.
მათივე ცნობით, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით იღუპება დაახლოებით 11 000 ადამიანი.

ასევე, როგორც NCDC აცხადებს:

  • საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული მთლიანი ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი დაახლოებით 825 მილიონ ლარს უტოლდება (მშპ 2.43%);
  • თამბაქოს მომხარებლებში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მაღალია დაავადების მძიმე ფორმით განვითარების რისკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი