ახალი ამბები

პარლამენტმა ტაქსებში მოწევა აკრძალა

30 დეკემბერი, 2021 • 2558
პარლამენტმა ტაქსებში მოწევა აკრძალა

საქართველოს პარლამენტმა 30 დეკემბერს გამართულ პლენარულ სესიაზე განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში.

ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.

თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტომობილში, თუკი მასში არასრულწლოვანი იმყოფება.

ამასთან, თამბაქოს შესახებ კანონს დაემატა ტერმინი – „ბრენდის გაფართოება“. დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი