ახალი ამბები

კვერცხის instagram ფოტო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობის კამპანიის ნაწილი იყო

5 თებერვალი, 2019 • 1643
კვერცხის instagram ფოტო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობის კამპანიის ნაწილი იყო

კვერცხის ფოტო, რომელიც instagram-ზე 52  მილიონმა მომხმარებელმა მოიწონა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიის ნაწილი იყო.

ანგარიშზე, რომელზეც ფოტო თავდაპირველად გამოქვეყნდა ვიდეოკლიპი აიტვირთა. ვიდეოში კვერცხი ტყდება იმ “ზეწოლის გამო, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარობამ მოუტანა”.

ვიდეორგოლი მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც მსგავს ზეწოლას განიცდიან, დახმარებას მიმართონ.

პოსტს ბმულიც ახლავს, რომელზე გადასვლისას მომხმარებელს ქვეყნების ჩამონათვალი და ამ ქვეყნებში ფსიქიური ჯანმრთელობის კუთხით მომუშავე დაწესებულებების ჩამონათვალს სთავაზობს.

კვერცხის ფოტო მოწონებებით instagram-ის რეკორდსმენია, ის 52 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა, რითიც მან კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნა, რომლის შვილთან ერთად გადაღებული ფოტოსაც 18 მლიონამდე მოწონება ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი