ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა მომხრეებს ამხნევებს: “ჩვენი ბრძოლა გრძელდება”

28 ივლისი, 2014 • • 1333
ნაციონალური მოძრაობა მომხრეებს ამხნევებს: “ჩვენი ბრძოლა გრძელდება”

“დაანონსებული ცხელი ზაფხულისკენ დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ხელისუფლება ჩქარობს ვინაიდან მათ ის ელემენტარული წესებიც კი არ დაიცვეს, რომელიც მოწმის იძულებით დაკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს, ხელისუფლება ჩქარობს, იმიტომ, რომ მათივე ჩამოყვანილ ექსპერტებს არ მისცეს მუშაობის და საქმების გაცნობის საშუალება, ხელისუფლება ჩქარობს და ამას ერთადერთი გამართლება აქვს: მათ ეშინიათ ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის. ეს შიში გააღრმავა ადგილობრივმა არჩევნებმა, როდესაც ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოგ თითქმის ყოველმა მესამე ამომრჩეველმა მხარი ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა და ამით საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა ქვეყანაში არსებული ვითარების გამო. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ ხალხს არსებული ვითარება არ მოსწონს, საჭიროა სამუშაო ადგილებზე ზრუნვა, ეკონომიკაზე, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლების დასკვნა საწინააღმდეგო აღმოჩნდა და მათ პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაზე დაიწყეს ზრუნვა. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, იყავით მტკიცედ, მხნედ, ვერანაირი რეპრესიით, პროკურატურის განცხადებით, ვერც ერთი ხელისუფლება ოპოზიციის დამარცხებას ვერ შეძლებს და ჩვენ მომავალშიც დავრჩებით იმ ოპოზიციურ ძალად, რომელიც მუდმივად ისაუბრებს არა საკუთარ პრობლემებზე, არამედ ხალხის პრობლემაზე. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება წარმატებით შემდეგ არჩევნებზე”, – განაცხადა ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი