ახალი ამბები

“ბარბაროსული, აღმაშფოთებელი, მიუღებელი” – EPP-ის ლიდერების შეფასება უგულავას დაკავებაზე

21 სექტემბერი, 2015 • • 1429
“ბარბაროსული, აღმაშფოთებელი, მიუღებელი” – EPP-ის ლიდერების შეფასება უგულავას დაკავებაზე

“მე აღშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში უგულავა ხელახლა დააპატმრეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ორჯერ გამოიტანა უგულავას სასარგებლოდ გადაწყვეტილება- პირველად, როცა უკანონოდ შეუწყვიტეს თბილისის მერის უფლებამოისლება, ხოლო მეორედ, როცა მისი წინასწარი პატიმრობა იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებდა. როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მოწადინებულია, რომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში ჰყავდეს დაკავებული. ასე აჩქარება უგულავას წინააღმდეგ  პოლიტიკურად იყო მოტივირებული. EPP მკაცრად გმობს ასეთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და შოკირებულია ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის საქმიანობაში განგრძობადი ჩარევის გამო.

ივანიშვილის ჯგუფმა უნდა გაიგოს, რომ სასამართლო სისტემა არ არის მოედანი წესების გარეშე. მოსამართლეთა შანტაჟი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ არის საქართველოს ის მახასიათებელი, რომელიც ევროპას პარტნიორისგან სურს.

საქართველოს ევროპული პერსპექტივა სერიოზულად დალაქავებულია. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ასოცირების ხელშეკრულების კუთხით ძალიან რთულ ფაზაში შედის და შემდგომი შედეგებიც დადგება, სანამ უგულავა და სხვა პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან”, – აცხადებს ჯოზეფ დოლი, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი.

ევროსაბჭოში EPP-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა პედრო აგრამუნტმა გიგი უგულავას ხელახლა დაკავების ფაქტს ბარბაროსული უწოდა. მისი თქმით, უგულავას წინააღმდეგ აჩქარება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი აზრით, ამ საქმეში ჩავარდნა საფრთხის წინაშე დააყენებს საქართველოს ევროპასთან რეალური ინტეგრაციის პერსპექტივას.

“ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და სასამართლო სისტემის შევიწროება, რისი მიზანიც საქართველოს წამყვანი ოპოზიციონერების გაჩუმებაა.

 

“უგულავას პატიმრობა არის ცუდი, მიუღებელი, უკიდურესად შემაშფოთებელი, შეცდომა და პოლიტიკურად მოტივირებული”, – თქვა აგრამუნტმა.

ევროპარლამენტში epp group-ის ვებგვერდზე გავრცელდა ელმარ ბროკის და კრისტიან დან პრედას ერთობლივი განცხადება. მათი თქმით, ამ დღეებში გიგი უგულავას ერთი დღე-ღამის განმავლობაშიც კი არ უსარგებლია თავისუფალებით.


“სიტუაცია საქართველოში საგანგაშო სიგნალებს გზავნის. ხელისუფალთა ხელში მართლმსაჯულების სისტემა ეფექტური საშუალება ხდება შურისძიებისათვის  პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ”, – აცხადებენ ბროკი და პრედა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი