“დაანონსებული ცხელი ზაფხულისკენ დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ხელისუფლება ჩქარობს ვინაიდან მათ ის ელემენტარული წესებიც კი არ დაიცვეს, რომელიც მოწმის იძულებით დაკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს, ხელისუფლება ჩქარობს, იმიტომ, რომ მათივე ჩამოყვანილ ექსპერტებს არ მისცეს მუშაობის და საქმების გაცნობის საშუალება, ხელისუფლება ჩქარობს და ამას ერთადერთი გამართლება აქვს: მათ ეშინიათ ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის. ეს შიში გააღრმავა ადგილობრივმა არჩევნებმა, როდესაც ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოგ თითქმის ყოველმა მესამე ამომრჩეველმა მხარი ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა და ამით საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა ქვეყანაში არსებული ვითარების გამო. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ ხალხს არსებული ვითარება არ მოსწონს, საჭიროა სამუშაო ადგილებზე ზრუნვა, ეკონომიკაზე, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლების დასკვნა საწინააღმდეგო აღმოჩნდა და მათ პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაზე დაიწყეს ზრუნვა. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, იყავით მტკიცედ, მხნედ, ვერანაირი რეპრესიით, პროკურატურის განცხადებით, ვერც ერთი ხელისუფლება ოპოზიციის დამარცხებას ვერ შეძლებს და ჩვენ მომავალშიც დავრჩებით იმ ოპოზიციურ ძალად, რომელიც მუდმივად ისაუბრებს არა საკუთარ პრობლემებზე, არამედ ხალხის პრობლემაზე. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება წარმატებით შემდეგ არჩევნებზე”, – განაცხადა ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ნაციონალური მოძრაობა მომხრეებს ამხნევებს: “ჩვენი ბრძოლა გრძელდება”

ასევე:
-
“აკურას” საქმეზე მერაბიშვილი და ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - რა პრობლემას შუქმნის PACE-ს რეზოლუციის შეუსრულებლობა საქართველოს
-
“ბარბაროსული, აღმაშფოთებელი, მიუღებელი” – EPP-ის ლიდერების შეფასება უგულავას დაკავებაზე -
სუპერ TV, ოპტიკური მაგისტრალი ლარსთან და “კაბელების საქმის” სხვა ახალი დეტალები
-
08.11.2026 თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება -
07.11.2026 შეიარაღებულმა პირმა კრაკოვის მთავარ მოედანზე ოთხი ქალი და ორი კაცი მოკლა -
07.11.2026 საქართველოს ისტორიაზე და დამოუკიდებლობაზე გაკეთებული განცხადებების გამო თბილისში რუსი მეცნიერის გამოსვლა გაუქმდა -
07.11.2026 “გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები” – ლექსო თამაზაშვილი -
07.11.2026 აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს -
06.11.2026 რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე