ახალი ამბები

“რუსთავი 2″–ის გარდა ყველა ნაციონალური მაუწყებელი გათიშულია

28 ივლისი, 2014 • 1541
“რუსთავი 2″–ის გარდა ყველა ნაციონალური მაუწყებელი გათიშულია

 

ამ დროისთვის მხოლოდ “რუსთავი 2” მაუწყებლობს, ისიც შეფერხებით.

 

ნეტგაზეთი შეეცადა გადაემოწმებინა ინფრომაცია, მიეწოდება თუ არა ელექტროენერგია საავადმყოფოებს, თუმცა  ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირება ვერ შევძელით.  


შეგახსენებთ, ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით გამორთულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი “იმერეთი”, რომელიც “საქრუსენერგოს” ეკუთვნის და ამ დროისათვის მის შეკეთებაზე მუშაობენ. 

 
განახლებული ინფორმაცია: ამ დროისათვის მაუწყებლობს ტელეკომპანია “იმედიც”. 


მასალების გადაბეჭდვის წესი