ახალი ამბები

61-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

4 თებერვალი, 2019 •
61-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მცირე ინციდენტი მოხდა მე-11 კლასელებს შორის. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის კონფლიქტი აღმოფხვრილია და სამართალდამცველები  ვითარებაში ერკვევიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეებს რამე სერიოზული დაზიანება მიყენებული არ აქვთ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი