საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს დაგროვებითი პენსიიდან 39847,55 ევრო მიიღო.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ეს პრეზიდენტის ერთი წლის პენსიაა. შესაბამისად, ზურაბიშვილის დაგროვებითი პენსია თვეში 3320 ევროა.
მანამდე, 11 იანვარს მან განაცხადა, რომ ის უკვე იღებს დაგროვებით პენსიას საფრანგეთში და ეს თანხა მისთვის სრულიად საკმარისია, ამიტომ მზადაა თავისი ხელფასი გადარიცხოს ფონდში, რომლის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა.
თუმცა აქამდე ცნობილი არ იყო პრეზიდენტის ფრანგული პენსიის ოდენობა და ის ზურაბიშვილის ახალი ქონებრივი დეკლარაციით გახდა “ნეტგაზეთისთვის” ცნობილი.
ამავე დეკლარაციით, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე 15 დღეში -16 დეკემბერი 2018-31 დეკემბერი 2018- მან ანაზრაურების სახით 2891,42 ლარი მიიღო.
სხვა ცნობები მოკლედ პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციიდან:
სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს:
[checklist]
- ბინის გაქირავებით მიიღო 29000 ევრო
- მემკვიდრეობით მიიღო georgia capital plc-ის 35 აქცია [თითოეული ნომინალია 11,136 GBP]
- მიიღო 55 128 ლარის ანაზღაურება, როგორც დეპუტატმა.
[/checklist]
დეკლარაციის შევსების დროს [2019 წლის 30 იანვარი] პრეზიდენტს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა:
[checklist]
- société générale Paris [მიმდინარე]- 71072,94 EUR
- société générale Paris [ანაბარი] – 8394,64 EUR
- “საქართველოს ბანკი” – 2811 EUR
- “საქართველოს ბანკი” – 35594 USD
- “საქართველოს ბანკი” – 9016,46 GEL
[/checklist]
სალომე ზურაბიშვილი ფლობს შემდეგ უძრავ ქონებას:
[checklist]
- ბინა – საფრანგეთი, პარიზი, 60 კვ.მ
- საცხოვრებელი სახლი – საქართველო, თბილისი, 126,33 კვ.მ
- მიწის ნაკვეთი – საქართველო, თბილისი, 235 კვ.მ [/checklist]
ამავე თემაზე
პრეზიდენტმა დეკლარაციაში არ ასახა 40 000 ლარი, რომელიც თავის საარჩევნო ფონდს შესწირა