დავით სერგეენკოს განცხადებით, დაფუძნდა სოციალური სამუშაოს საბჭო, რომელსაც მინისტრი უხელმძღვანელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, საბჭოს მიზანი სოციალური მუშაკების საქმიანობის სისტემური გაუმჯებესებაა.
მინისტრმა 22 იანვარს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეზეც ისაუბრა, რის გამოც 4 სოციალური მუშაკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოსტი დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმაც:
“ამ ბავშვის გარდაცვალება ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად დავადასტუროთ მიზეზშედეგობრიობით, თუმცა იმ ადამიანების სამსახურეობრივი გადაცდომა, რომლებიც ჩვენ სამსახურიდან გავათავისუფლეთ, ცალსახად იყო გამოყოფილი. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე არ მინდა ამ ადამიანებს ჩამოვკიდო გარდაცვლილი ბავშვის ცოდვა.
მათ ჰქონდათ გადაცდომა, თუმცა ვერავინ დაადასტურებს, ამან გამოიწვია თუ არა ეს ყველაფერი. რაც შეეხება სოციალური მუშაკების მომავალ საქმიანობას, სისტემური გაუმჯობესებაა საჭირო. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით დაფუძნდა სოციალური სამუშაოს საბჭო, რომელსაც მინისტრი უხელმძღვანელებს და თვეში ერთხელ რეგურალურად ჩატარდება შეხვედრები და განიხილება ყველა საკითხი. საბჭოს პირველი სხდომა მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება”, – ამბობს სერგეენკო.
ვრცლად ამ თემაზე:
სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი