დღეს დილით, თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ფიზიკურად არავინ დაშავებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.