ახალი ამბები

დეპუტატები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების კენჭისყრას არ დაესწრნენ

18 ივლისი, 2014 • • 1023
დეპუტატები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების კენჭისყრას არ დაესწრნენ

“ქართული ოცნება – კონსერვატორებიდან” სხდომას მერაბ კაჭახიძე არ დაესწრო, უპარტიო დამოუკიდებელი დეპუტატებიდანნ- გოდერძი ბუკია, ხოლო უფრაქციო დეპუტატებიდან -კობა დავითაშვილი.

 

ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველებიდან” სხდომას დემურ ბაშელეიშვილი არ დასწრებია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა რეგიონების” ფრაქციიდან -გიორგი ღვინიაშვილი. 

 

“ქართული ოცნებიდან” კარლო კოპალიანმა, გოგლა ჟვანიამ და ვალერი გელაშილმა გააცდინეს სხდომა, ხოლო “ქართული ოცნება– დემოკრატებიდან – ირაკლი ჩიქოვანმა და დავით ონოფრიშვილმა.  

 

“ნაციონალური მოძრაობა–მაჟორიტარებიდან” სხდომა ორმა დეპუტატმა: ზაზა კედელაშვილმა და ნაული ჯანაშიამ გააცდინა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან თხუთმეტმა დეპუტატმა, ესენი არიან დავით ბაქრაძე, როლანდ ახალაია, კობა ნაყოფია, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ვაშაძე, გიორგი კარბელაშვილი, გივი თარგამაძე, დავით საყვარელიძე, გიორგი ოჩიაური, რამაზ ნიკოლაიშვილი, აკაკი მინაშვილი, შოთა მალაშხია, მიხეილ მაჭავარიანი, ლევან ქარდავა და ნიკოლოზ ყიფშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი