ახალი ამბები

ვაკის პარკში საპროტესტო აქციის ნაცვლად საზეიმო შეკრება გაიმართება

25 იანვარი, 2019 • 1899
ვაკის პარკში საპროტესტო აქციის ნაცვლად საზეიმო შეკრება გაიმართება

კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე, საპროტესტო აქციის ნაცვლად საზეიმო შეკრება გაიმართება, – ეს გადაწყვეტილება გარემოსდამცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვაკის პარკში აღარაფერი აშენდება. შესაბამისად, კვირას შევიკრიბოთ ვაკის პარკში, პარტიზანების ბანაკთან, და მივულოცოთ ერთმანეთს ეს გამარჯვება, რომელიც თითოეული ჩვენგანის მონაპოვარია,” – წერენ 27 იანვარს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები.

მე ვიცავ ვაკის პარს! – ამ სახელწოდებით 27 იანვარს საპროტესტო აქცია იყო დაანონსებული, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ: პარტიზანული მებაღეობამწვანე ალტერნატივასაქართველოს ახალგაზრდა მწვანეებიიარე ფეხით, ჩემი ქალაქი მკლავს და ინიციატივა საჯარო სივრცისთვის.

დღეს, 25 იანვარს, სასტუმრო “ბუდაპეშტის” ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში არაფერი აშენდება. დედაქალაქის მერის თქმით, ინვესტორებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმდნენ, თუმცა, რა ტერიტორიაზე აშენდება სასტუმრო ვაკის პარკის ნაცვლად, კალაძეს არ დაუკონკრეტებია.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებსა და აქტივისტებს, რომლებიც სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.

გაურკვევლობა ვაკის პარკში – აშენდება თუ არა სასტუმრო “ბუდაპეშტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი