ახალი ამბები

როგორ აღმოჩნდა ვაკის პარკში მდგარი ქანდაკება მოქალაქის ეზოში – მერიის განმარტება

20 ნოემბერი, 2022 • 9939
როგორ აღმოჩნდა ვაკის პარკში მდგარი ქანდაკება მოქალაქის ეზოში – მერიის განმარტება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქანდაკება, რომელიც მანამდე ვაკის პარკში იდგა, ახლა, სავარაუდოდ, მოქალაქის ეზოშია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო. წყარო: მოქალაქე, ნუცა მათიაშვილი

საუბარია ქანდაკებაზე – ქალ დიჯეიზე, რომელიც ვაკის პარკის ერთ-ერთ შესასვლელთან იდგა. მერიაში ამბობენ, რომ ქანდაკება ყოველთვის იყო კერძო საკუთრება და არა – მუნიციპალიტეტის.

„აღნიშნული ქანდაკება მერიის საკუთრებას არ წარმოადგენს. იგი თავის დროზე კლუბ “სენატის” მიერ დაიდგა, რაც იყო უნებართვო და ჯერ კიდევ ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაწყებამდე მოხდა მისი დემონტაჟი,“ – უთხრეს ნეტგაზეთს თბილისის მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი