ახალი ამბები

კვირას ვაკის პარკის დასაცავად თბილისში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება

23 იანვარი, 2019 • 2420
კვირას ვაკის პარკის დასაცავად თბილისში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება

მე ვიცავ ვაკის პარს! – კვირას, 15:00 საათზე ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართება. მისი ორგანიზატორი პარტიზანული მებაღეობაა.

აქციის მონაწილეები სპორტის სასახლესთან აპირებენ შეკრებას და ინვესტორის ოფისიდან მერიის შენობამდე ცოცხალი ჯაჭვის შექმნას აპირებენ.

“თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შანსი, რომ ერთ ჯაჭვად ვაქციოთ ტერიტორია ინვესტორის ოფისიდან მერიამდე! და ორივეს ვუთხრათ, რომ ამ ქალაქში გადაწყვეტილებას იღებს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არ დაიღლება და ბოლომდე იბრძოლებს ვაკის პარკის დასაცავად”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. ინვესტორი მშენებლობის დაწყების უფლებას ითხოვს, მერია ამბობს, რომ ამის წინააღმდეგია, თუმცა “მყარი სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს”. მერიის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან გარემოსდამცველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი არგუმენტები არსებობს და ქალაქის ხელმძღვანელობას მარტივად შეუძლია მშენებლობის არდაშვება.

ვრცლად ამ თემაზე

გაურკვევლობა ვაკის პარკში – აშენდება თუ არა სასტუმრო “ბუდაპეშტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი