ახალი ამბები

აქცია გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღომში, პოლიციის შენობასთან

23 იანვარი, 2019 • 2520
აქცია გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღომში, პოლიციის შენობასთან

ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან აქციის შესახებ იუწყება. დღეს ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. სავარაუდოდ, აქცია სწორედ გეგეშიძის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

“ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩამოვიდნენ დუშეთის შეკრებიდან, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იკრიბებიან დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან, ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით”, – ნათქვამია ფედერაციის მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში.

ერთ-ერთი მოქალაქე სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული აქციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს პოლიციის სამმართველოს შენობიდან.

ამავე თემაზე

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი