ახალი ამბები

33 ათასი მოქალაქე, ჯამში, 22 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდება

18 იანვარი, 2019 • 1696
33 ათასი მოქალაქე, ჯამში, 22 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდება

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს დამტკიცებული განკარგულებით, 33 ათასი მოქალაქე, ჯამში, 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.

“კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. ჩვენი მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ და გარკვეული შვება მიეცეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ. მთლიანობაში, საუბარია ჩვენი მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე,” – განაცხადა პრემიერმა.

ადმინისტრაციული სახდელისგან ყველა მოქალაქე არ თავისუფლდება. მთავრობის განკარგულებაში საუბარია მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე, პენსიონრებზე, შშმ პირებსა და ვეტერანებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი