ახალი ამბები

ეკა ბესელია ჯვრის მონასტრის წინამძღვარს მხარდაჭერას უცხადებს

16 იანვარი, 2019 • 1748
ეკა ბესელია ჯვრის მონასტრის წინამძღვარს მხარდაჭერას უცხადებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ჯვრის მონასტრის წინამძღვარ იღუმენ კონსტანტინე ჭინჭარაულს, რომელმაც ტაძარი დაკეტა გარემოვაჭრეების გამო, სოლიდარობას უცხადებს.

“ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი, რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი. 1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია.
რამდენი ხანია ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა… უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია, კანონი ირღვევა, გარევაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ ხდება ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი, ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება… მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ , გუბერნატორს კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება – ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია, სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი, ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა”, – აცხადებს ბესელია.

ამავე თემაზე

“ესაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სად წავიდეთ?” – რას ამბობენ ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი