ახალი ამბები

ფოთში ავტომობილი არხში ჩავარდა – დაიღუპა მძღოლი

16 იანვარი, 2019 • 1506
ფოთში ავტომობილი არხში ჩავარდა – დაიღუპა მძღოლი

ფოთში, ჭალადიდი-ყორათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

ტელეიმედის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი