ახალი ამბები

15 ათასამდე ახალგაზრდას “ევროპის აღმოსაჩენად” უფასო სამგზავრო ბილეთები გადასცეს

14 იანვარი, 2019 • 1991
15 ათასამდე ახალგაზრდას “ევროპის აღმოსაჩენად” უფასო სამგზავრო ბილეთები გადასცეს

ევროკომისიამ ევროპის 15 ათასამდე ახალგაზრდას, რომლებსაც 18 წელი ცოტა ხნის წინ შეუსრულდათ, ევროკავშირის 28 სახელმწიფოში სამოგზაუროდ და ევროპის შესაცნობად უფასო ბილეთები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

ევროკომისიის ცნობით, ახალგაზრდებს ევროპის დალაშქვრა 30 დღით, 15 აპრილიდან 31 ოქტომბრის პერიოდში, შეეძლებათ. ევროკომისიამ სამზგავრო ვაუჩერების მფლობელები 80 ათასი აპლიკანტიდან შეარჩია. ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის გამოყოფილი კვოტა ამავე ქვეყნის მოსახლეობის პროპორციული იყო.

ეს არი პროექტი DiscoverEU (აღმოაჩინე ევროპა), რომლითაც გასული წლის ზაფხულში 15 ათასმა 18 წლის ახალგაზრდამ ისარგებლა. პროექტის მონაწილე აუცილებლად ევროკავშირის მოქალაქე უნდა იყოს, ასევე, მათ უფლება ეძლევათ, მაქსიმუმ ხუთკაციანი ჯგუფით წავიდნენ სამოგზაუროდ, ან დამოუკიდებლად.

უფასო მგზავრობის ვაუჩერი ძირითადად მოიცავს რკინიგზის ბილეთებს. პროექტი ევროკომისიას 700 მილიონი ევრო უჯდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი