შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა 45 წლის დ.დ ოთხი ცხენის ქურდობის ბრალდებით.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 8 იანვარს გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრებ მოქალაქეებს 4 ცხენი მოჰპარა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.