ბერბუკში 9 თვის ბავშვის გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვის საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დღეს დილით ნახეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

9 თვის გოგონას დედა გორის საავადმყოფოში ინფექციური დაავადებით მკურნალობს და ბავშვს ბებია უვლიდა. ინფექციური დაავადება, ე.წ. ჩუტყვავილა ჰქონდა და გასული წლის დეკემბრის ბოლომდე საავადმყოფოში მკურნალობდა გარდაცვლილი ბავშვიც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.