გორში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
როგორც “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ექიმების ინფორმაციით, პაციენტს H1N1 ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ასევე, ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები. თუმცა ლაბორატორიული კვლევის პასუხი ვირუსის ტიპთან დაკავშირებით ხვალ იქნება ცნობილი.
ამ დროისთვის H1N1 ვირუსით დარდაცვალების 10 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამავე თემაზე:
“ღორის გრიპთან” დაკავშირებთ თბილისში 5 კლინიკა საგანგებო რეჟიმით მუშაობს