“ღორის გრიპთან” დაკავშირებთ თბილისში 5 კლინიკა საგანგებო რეჟიმით მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს. ხოლო 8 იანვრიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღეღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს იმ დაწესებულებების ჩამონათვალია, რომლებიც 8 იანვრიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ:

  • შპსმედკაპიტალიგლდანიმის: ვეკუასქ. N 18.
  • შპსმედკაპიტალისაბურთალომის: გამრეკელისქ. N19.
  • შპსსაოჯახომედიცინისეროვნულისასწავლოცენტრიმის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.
  • შპსმედსი: (“ვერე-21″) მის: ქიაჩელისქ. N 18.
  • შპსმედკაპიტალისამგორიმის:  მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ.  

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწედებს მოქალაქეებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.