ახალი ამბებისამართალი

დღეს არცერთი პოლიციელი არსებობს სამხრე კამერის გარეშე – გახარია

21 დეკემბერი, 2018 • 2466
დღეს არცერთი პოლიციელი არსებობს სამხრე კამერის გარეშე – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს არ არსებობს პოლიციელი, რომელსაც სამხრე კამერა არ აქვს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შს მინისტრი ამბობს, ამ სამხრე კამერების ჩანაწერები ერთი თვის განმავლობაში ინახება, რაც მოქალაქეების და პოლიციელების დაცვის მთავარ მექანიზმად ითვლება:

დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არცერთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც შეიძლება არ იყოს აღჭურვილი სამხრე კამერით. ეს არის უკვე ფაქტი. ეს სამხრე კამერა არის აბსოლუტურად თანამედროვე და ეს ინფორმაცია ინახება, ასევე, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში. ის აბსოლუტურად ავტომატიზირებულად გროვდება და, მე ვფიქრობ, ის პრევენციის ძალა, რომელიც სამხრე კამერებმა გამოიღო როგორც პოლიციელის დაცვის, ასევე ჩვენი მოქალაქეების დაცვის თვალსაზრისით, სახეზეა, რამეთუ უკვე რამდენიმე თვეა პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები არ მოგვისმენია… თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი რეციდივები არსებობს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი