ახალი ამბები

გორში 1 კაცი გარდაცვლილი, ხოლო 2 უგონო მდგომარეობაში იპოვეს

17 დეკემბერი, 2018 • 1252
გორში 1 კაცი გარდაცვლილი, ხოლო 2 უგონო მდგომარეობაში იპოვეს

დღეს, 17 დეკემბერს, გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, მეზობელმა 28 წლის კაცი გარდაცვლილი, ხოლო კიდევ ორი კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა ინტოქსიკაციის ცენტრშია გადაყვანილი.

ჯერჯერობით არაა ცნობილი ინციდენტის მიზეზი და მუხლი, რომლითაც გამოძიება უნდა დაიწყოს. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ნეტგაზეთი შსს-დან მიღებულ ინფორმაციას გამოძიების შესახებ მიღებისთანავე გაცნობებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი