ვაშაძის ალტერნატიული ინაუგურაციის ცნობა ყალბია – ენმ

ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას გრიგოლ ვაშაძის ალტერნატიული ინაუგურაციის შესახებ პარტიაში უარყოფენ.

ფეისბუკზე თემატურ ჯგუფებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ენმ გრიგოლ ვაშაძის ინაუგურაციის ალტერნატიული ცერემონიის ჩატარებას გეგმავს, პარტიაში აბსურდულს უწოდებენ.

ნეტგაზეთთან საუბარში პარტიის წევრი, გია ბარამიძე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და დასძენს, რომ ეს ყალბი ამბავია.

რაც შეეხება თავად გრიგოლ ვაშაძეს, მან პარლამენტის მინდებარე ტერიტორია, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას მართავენ, ცოტა ხნის წინ დატოვა. პარტიაში ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, დამატებით დეტალებზე ისინი ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com