ახალი ამბები

ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში წინამორბედი პრეზიდენტების დამსახურებებიც აღნიშნა

16 დეკემბერი, 2018 •
ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში წინამორბედი პრეზიდენტების დამსახურებებიც აღნიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში წინამორბედი პრეზიდენტების დამსახურებებზეც ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.

“ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს; უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ; მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას; გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია, ყველაფერი გააკეთო, რომ სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი