91 მომხრე, 9 წინააღნდეგი – საქართველოს პარლამენტმა დღეს, 13 დეკემბერს ბიუჯეტი დაამტკიცა.
გუშინ, 12 დეკემბერს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო უმრავლესობამ 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოახერხა.
პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ 20:58 წუთზე გამოაცხადა სხდომა დახურულად:
“კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო, დღეს ვერ შედგა კენჭისყრა ბიუჯეტის პროექტზე”, – განაცხადა მან.
2019 წლის ბიუჯეტი, 2018 წელთან შედარებით, 630 მილიონით იზრდება და 13 მილიარდ ლარს შეადგენს.
ამავე თემაზე