12 დეკემბერს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო უმრავლესობამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ვერ მოახერხა.
პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ 20:58 წუთზე გამოაცხადა სხდომა დახურულად:
“კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო, დღეს ვერ შედგა კენჭისყრა ბიუჯეტის პროექტზე”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, პლენალური სხდომა 13 დეკემბერს, 12 საათიდან დაიწყება.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, IPN-ის თანახმად, 67 დეპუტატი იმყოფებოდა, როდესაც კვორუმი — დეპუტატების მინიმალური რაოდენობა გადაწყვეტილების მისაღებად — 76 პარლამენტარია.
2019 წლის ბიუჯეტი, 2018 წელთან შედარებით, 630 მილიონით იზრდება და 13 მილიარდ ლარს შეადგენს.
გაიგეთ დეტალები: