ახალი ამბები

კენჭისყრის შედეგებით, ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი პარტიის პოსტზე რჩება

13 დეკემბერი, 2018 • 2318
კენჭისყრის შედეგებით, ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი პარტიის პოსტზე რჩება

პარლამენტარებმა კონვერვატიული პარტიიდან პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პარტიის ლიდერად და პრემიერ-მინისტრად დარჩენას მხარი დაუჭირეს.

მეი დაასრულებს აღებულ ვალდებულებას და ბოლომდე მიიყვანს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცედურას.

ეს გადაწყვეტილება პარლამენტარებმა  მას შემდეგ მიიღეს, რაც ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ 2022 წლამდე თავად დატოვებდა პოსტს.

12 დეკემბერს პარლამენტარებმა არ დაუჭირეს მხარი შუამდგომლობას, რომლითაც ითხოვდნენ მეისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ხმები ასე გადანაწილდა- 117 მომხრე და 200 მოწინააღმდეგე.

“გარდიანის” თანახმად, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მეის გადადგომის მოთხოვნას ვეღარ დააყენებენ.

თუმცა, გამოცემის ცნობითვე, ფაქტი, რომ 117 პარლამენტარმა მეის წინააღმდეგ მისცა ხმა, მიუთითებს, რომ მას გაუჭირდება, უბრძოლველად დაარწმუნოს ბრიტანეთის პარლამენტი, მხარი დაუჭირონ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების მისეულ ვარიანტს.

პარტიის ლიდერობიდან მეის გადაყენება 48 კონსერვატორმა პარლამენტარმა მოითხოვა, რადგან მიაჩნიათ, რომ მეის ბრექსიტის სტრატეგია არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმში ხმის მიცემისას ჰქონდა მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი