ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტის წევრებმა ბრექსიტის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს 621 ხმით, 49-ის წინააღმდეგ.
კენჭისყრის შემდეგ დეპუტატებმა Auld Lang Syne იმღერეს. ეს არის გამოსამშვიდობებელი სიმღერა, რომლის ტექსტი შოტლანდიურ პოემას ეფუძნება. რამდენიმე ბრიტანელმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნდება.
31 იანვარს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.