თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, ხოლო შემდეგ ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგადაც 5 ავტომობილი დაამტვრია – იუწყება შსს.
უწყების ცნობით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა, ბრალდებულმა მანქანა მაშინ გაიტაცა, როდესაც მისი პატრონი თანხის ჩასარიცხად ავტომობილიდან გადასული იყო.
შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
შსს-ში განმარტავენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.