ახალი ამბები

კვირიკაშვილი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის

10 დეკემბერი, 2018 •
კვირიკაშვილი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

კვირიკაშვილის თქმით, ის გიორგი მარგველაშვილს წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი