ახალი ამბები

#აჩუქესითბო – წითელი ჯვარი წინასაახალწლო სოციალურ კამპანიას ანახლებს

3 დეკემბერი, 2018 • 1399
#აჩუქესითბო – წითელი ჯვარი წინასაახალწლო სოციალურ კამპანიას ანახლებს

5 დეკემბერს, 13:00 საათზე, სავაჭრო ცენტრში “გალერია თბილისი” საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) საზეიმოდ გახსნის წინასაახალწლო სოციალურ კამპანიას #აჩუქესითბო, რომლის მიზანია, საზოგადოებას დაანახონ მარტოხელა ადამიანთა ხვედრი საქართველოში, გააცნონ მათი ისტორიები და მოუწოდონ ყველას ქველმოქმედებისაკენ, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

სავაჭრო ცენტრში მოწყობილ თაროებზე განთავსდება წითელი ჯვრის მარტოხელა ბენეფიციარების ისტორიები და ყველა მსურველს ექნება საშუალება, ეზიაროს ამ ისტორიებს და ამ გზით თავისი წილი სითბო აჩუქოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

წითელი ჯვრის ცნობით, კამპანია #აჩუქესითბო 2017 წელს ძალიან დიდი წარმატებით დაიწყეს, საიდანაც მიღებული შემოწირულობით კიდევ ერთი დღის სოციალური ცენტრი გაისნება ხანდაზმულებისათვის.

#გააზიარესითბო – ამ ჰეშთეგით რამდენიმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთი სოციალური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები ქუჩებში დგამენ კარადებს, სადაც ტანსაცმელსა და პროდუქტს ტოვებენ მიუსაფარი ადამიანებისთვის. სოციალურ ქსელში პირველი კარადის ვიდეო 30 ნოემბერს გამოჩნდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან, რომელსაც მომდევნო დღეებში არაერთი ქუჩის მაცხოვრებელი შეუერთდა.

გააზიარე სითბო – საქველმოქმედო კარადებს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით დგამენ

მასალების გადაბეჭდვის წესი