ახალი ამბებირეკლამა

აჩუქე ქველმოქმედება საახალწლოდ – გააკეთე შემოწირულობა „ჩართეში“ სხვის სახელზე

18 დეკემბერი, 2020 •
აჩუქე ქველმოქმედება საახალწლოდ – გააკეთე შემოწირულობა „ჩართეში“ სხვის სახელზე

charte.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. დღეს კი უკვე შეგიძლიათ, შემოწირულობა სხვის სახელზეც გააკეთოთ, ადრესატს კი პერსონალიზებული საახალწლო წერილი გაუგზავნოთ.

მათთვის, ვინც საახალწლოდ ორიგინალურ, ციფრულ საჩუქარს ეძებს, „ჩართემ“ სასიამოვნო სიახლე მოამზადა!

დღეიდან უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, https://charte.ge/giftdonation-ზე ერთჯერადი შემოწირულობა სხვის სახელზე გააკეთოს, ადრესატს კი პერსონალიზებული საახალწლო წერილი გაუგზავნოს! ამისათვის:

  1. ჩვენს საიტზე აირჩიეთ სასურველი თანხა;
  2. აირჩიეთ მიმღები, სასურველი ტექსტი და გაგზავნის ფორმა (ელფოსტით, ბმულით თუ ამობეჭდვით);
  3. იხილეთ, როგორ გამოიყურება წერილი;
  4. გადაიხადეთ თანხა.

შეგიძლიათ, დამალოთ შემოწირულობის ოდენობა. შემოწირულობა მოხმარდება სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტისა და კომპიუტერის ხარჯებს.

charte.ge

charte.ge

[blue_box]რა არის ჩართე?[/blue_box]

www.charte.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც 1 ლარად დაუფინანსოს ინტერნეტი ან ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. 2000-ზე მეტი ყოველთვიური შემომწირველის წყალობით უკვე 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

ინტერნეტისა და კომპიუტერის გარდა, მოსწავლეები იღებენ წვდომას „ჩართეს“ პარტნიორების ონლაინ რესურსებსა და პლატფორმაზე (მათ შეუძლიათ, უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას და ა.შ.). „ჩართეს“ გუნდი მოსწავლეებს უტარებს ტრენინგს მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში და უწევს მუდმივ ტექნოლოგიურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას.

პროექტი 100%-ით გამჭვირვალეა. საიტზე წაიკითხავთ პროექტის თითოეული ბენეფიციარის ისტორიას, ნახავთ პროექტის თითოეულ ხარჯს თუ ბრუნვის საბანკო ამონაწერს, თითოეულ პროექტსგუნდის წევრს თუ დონორს. თითოეული მხარდამჭერი იღებს გამჭვირვალობის ყოველთვიურ ანგარიშს თითოეული ხარჯითა და აქტივობით. იხილეთ ბოლო თვის ნიმუში.

COVID-19 პანდემია

მას შემდეგ, რაც COVID-19 პანდემიის გამო საქართველოში სკოლები დაიხურა, მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ათვისების ერთადერთი გზა დისტანციური სწავლება გახდა. არაერთი სკოლა თუ მასწავლებელი მოსწავლეებს ონლაინ აძლევს დავალებებს, თუმცა მასწავლებელთან კომუნიკაციისთვის და ონლაინ რესურსების გამოსაყენებლად ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობაა აუცილებელი.

სამწუხაროდ, „ჩართეს“ გუნდის გამოთვლებით, საქართველოში 78 000-მდე მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი და არ შეუძლია სასწავლო პროცესში ჩართვა.

სწორედ ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რაც შეიძლება მეტ უფროსკლასელს მიეწოდოს ინტერნეტი და კომპიუტერი „ჩართეს“ მეშვეობით.

კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ?

  • დარეგისტრირდით საიტზე ყოველთვიურ დონორად. ამისათვის:
  1. შედით საიტზე www.charte.ge და დააჭირეთ ღილაკს „მე ჩავრთავ“;
  2. აირჩიეთ თანხა, რომელიც გსურთ, რომ ყოველთვიურად ჩამოგეჭრათ;
  3. შეიყვანეთ პირადი და საბანკო მონაცემები.

სულ ეს არის! ამიერიდან თქვენ მიიღებთ ჩართეს გამჭვირვალობის ანგარიშს, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული, ვის დაეხმარეთ, როგორ დაიხარჯა თანხა და რა შედეგი გამოიღო თქვენმა შემოწირულობამ.

  • ერთჯერადად დააფინანსეთ მოსწავლეების ინტერნეტისა და ლეპტოპის ხარჯები:

მიმღები: „ფონდი ექსესი“

თი ბი სი ბანკი

GE89TB7022145067800003

საქართველოს ბანკი

GE50BG0000000162703442

  • გაავრცელეთ ინფორმაცია „ჩართეს“ შესახებ – უამბეთ პროექტზე მეგობრებს;
  • გამოჰყევით „ჩართეს“ Facebook-ზე ან Instagram-ზე;
  • გამოიწერეთ „ჩართეს“ გამჭვირვალობის ანგარიში და მიიღეთ სიახლეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი