ახალი ამბებირეკლამა

სამშენებლო კომპანია „დაგი“ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს დაეხმარა

4 დეკემბერი, 2020 • 1510
სამშენებლო კომპანია „დაგი“ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს დაეხმარა

თბილისის მერიის მიერ ინიცირებულ, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების პროექტში, ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო კომპანია “დაგიც” აქტიურად არის ჩართული. 

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციის ფარგლებში, კომპანიები საკვებითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით, უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით მოამარაგებენ რამდენიმე ათასეულ ოჯახს. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, შექმნილია ფინანსური დახმარების სარეზერვო ფონდი, რომელის საჭიროებისამებრ შეისყიდის სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციას.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინიციატივით,  საახალწლო სოფლის ბიუჯეტი მიმართული იქნება იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ  თანადგომა. ეს სოფელი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს ვერ გაკეთდება.  

სამშენებლო კომპანია „დაგი“ 2003 წელს დაარსდა და შექმნიდან დღემდე ეწევა

სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ხარისხის

კონტროლის სრული დაცვით. დაარსებიდან დღემდე კომპანიას 300 პროექტზე მეტი აქვს შესრულებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. „დაგის“ სახელს უკავშირდება აღმაშენებლის გამზრის რეაბილიტაცია, სათაფლიის ნაკრძალი, ქუთაისის ოპერის თეატრი, ვანის მუზემი, საჯარო რეესტრის ახალი შენობა, მზიურის კორტები და მრავალი სხვა პროექტი. მიმდინარე პროექტებიდან კი აღსანიშნავია ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობა, ბორჯომისა და მარნეულის პროფესიული სასწავლებლები. 

პროექტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ “დაგის” ვებგვერდზე ნახოთ: www.dagi.ge 

მასალების გადაბეჭდვის წესი