თბილისში “ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს. როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, შესაბამისი შეტყობინება კომპანიის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისიდან დღეს, 2 დეკემბერს, დილის საათებში მიიღეს.
უწყების ინფორმაციით, ოფისიდან მობილური ტელეფონებია წაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვარაუდით, საქმეში არასრუწლოვანი ფიგურირებს.
გამოძიება უკვე დაიწყო სკკ-ს 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.