ახალი ამბები

ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს – ბახტაძე

30 ნოემბერი, 2018 • 1058
ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებსა და პროვოკაციებს, “ამან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და, როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის”.

საპრეზიდენტო არჩევნები მამუკა ბახტაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

“ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები და, ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. საერთო ჯამში, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდნეტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში,  რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ, ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდლეობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, დაახლოებით ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ. არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახლემწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტეტსი უფლებას. არჩვენები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს”, – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ამავე თემაზე

ვალების ჩამოწერა შეიძლება, უტოლდებოდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

მნიშვნელოვანია, მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს – NDI

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი