ახალი ამბები

სააკაშვილის მოწოდებას დაუმორჩილებლობაზე შეთანხმებულად ვუპასუხებთ – ნიკა მელია

28 ნოემბერი, 2018 • 2001
სააკაშვილის მოწოდებას დაუმორჩილებლობაზე შეთანხმებულად ვუპასუხებთ – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ “გაერთიანებული ოპოზიცია” ერთობლიბად მოითათბირებს და ამის შემდეგ გააკეთებენ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე. ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ სააკშვილმა მომხრეებს დამოურჩილებლობისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.

“გაერთიანებული ოპოზიცია ყველაფერს გადაწყვეტს ერთობლივად, კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენ ფორმალურად არ ვართ გაერთიანებული ოპოზიცია. ძალიან ბევრი სუბიექტია გაერთიანებული. რაც უნდა განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერით სარგებლობდეს ერთი პარტია, ეს არ გვაძლევს უფლებას, შეუთანხმებლად გავაკეთოთ განცხადებები. დარწმუნებული ვარ, იქნება ერთი პოზიცია და არა ორი ან სამი, რადგან ჩვენ დავინახეთ, როგორ იქცეოდა ხელისუფლება”, – თქვა ნიკა მელიამ.

სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

ვაშაძე – 45%, ზურაბიშვილი – 55% – “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლის შედეგი

მასალების გადაბეჭდვის წესი