პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ს და ედისონ რისერჩს პატივს სცემს, თუმცა დაელოდება არჩევნების შედეგებს, რადგანაც ეგზიტპოლის შედეგები 17.00 საათის მონაცემებს ასახავს, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა კი, მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა სწორედ ამ დროის შემდეგ მიიღო.
“ყველა შემთხვევაში ეს არის ოპოზიციის გამარჯვება”, – განაცხადა ვაშაძემ.
“რუსთავი 2”-ის და “იმედის” ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.