ახალი ამბები

ქარტია მიმართავს პოლიტიკურ ძალებსა და მათ აქტივისტებს, მედიას მისცენ მუშაობის საშუალება

28 ნოემბერი, 2018 • 1543
ქარტია მიმართავს პოლიტიკურ ძალებსა და მათ აქტივისტებს, მედიას მისცენ მუშაობის საშუალება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება ტვ “პირველის” ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და მოუწოდებს ყველას, მედიას მისცენ მუშაობის საშუალება.

“ქარტია ყურადღებით აკვირდება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა”, – აცხადებს ქარტია და ყველას, მათ შორის პოლიტიკურ ძალებსა და მათ აქტივისტებს ახსენებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

“არჩევნების დღეს მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ის უზრუნველყოფს აუდიტორიის ინფორმირებას ამ დემოკრატიული პროცესის შესახებ. მისი მოვალეობაა, აჩვენოს ყველა ხარვეზი და კანონდარღვევა, ამიტომაც აუცილებელია, ჟურნალისტებმა შეძლონ მშვიდ ვითარებაში მუშაობა და პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება. იმედი გვაქვს, თათია ჩაფიჩაძის შემთხვევა გამონაკლისი იქნება და მსგავსი ინცინდენტები აღარ დაფიქსირდება”, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირემა, რომლებიც ამბობდნენ, რომ “ნაცების ამოსაძირკვად” იყვნენ მისულები. აღნიშნულ პირები ორგანიზებას უწევდნენ ავტობუსებით ამომრჩევლების რეგიონებში გადაყვანას. მათი გაღიზიანება გამოიწვია კითხვამ, თუ ვისი დავალებით აგროვებდნენ ამომრჩევლებს.

საქართველოში დღეს, 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც მოქალაქეებმა არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა დ აგრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთონ.

ტვ პირველის ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი