ახალი ამბები

ადვოკატი: დათა ახალაია საბერძნეთის სასამართლომ გაათავისუფლა

29 მაისი, 2014 • • 2079
ადვოკატი: დათა ახალაია საბერძნეთის სასამართლომ გაათავისუფლა

ადვოკატის თქმით, დათა ახალია სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლეს, რადგან საქართევლოში პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

 

“დღეს საბერძნეთის სასამართლომ გაათავაისუფლა დათა ახალაია, რადგან საქართველოშ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და სასამართლომ ექსტრადიციის საკითხის განხილვის პროცესში გაათავისუფლა დარბაზიდან.”

 

კითხვაზე, აპირებს თუ არა ახალაია საბერძნეთში დარჩენას, ირაკლი ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 

 

როგორც ახალაიას ბერძენი ადვოკატი “რუსთავი 2”-თან აცხადებს, დათა ახალაია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება და მას საბერძნეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ ექნება. ხოლო შემდეგი სასამართლო სხდომა 2 თვეში გაიმართება.

 

ბერძნული მედიაგამოცემის, patrastimes.gr-ის ინფორმაციით, საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია 2014 წლის თებერვალში დააკავეს ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით. საქართველოში მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლის მიხედვითაა დაწყებული. 

დათა ახალაია
დათა ახალაია

დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

 

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი