ახალი ამბები

საქსტატი: სამომხმარებლო კალათა გაიზარდა

5 თებერვალი, 2014 • • 2237
საქსტატი: სამომხმარებლო კალათა გაიზარდა

სატსტატის მონაცემებით, 2014 წლის სამომხმარებლო კალათა გაზრდილია და მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, შეცვლილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები. გასული წლის სამომხმარებლო კალათას დაემატა 11 და გამოაკლდა 4 საქონელი. 

 

განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს – ინფლაციის მაჩვენებელს, განმარტავს საქსტატი. სამომხმარებლო კალათა წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას.

 

სტატისტიკის სამსახური სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციას ახორციელებს ყოველი თვის 10-დან 20 რიცხვის ჩათვლით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში საცალო ვაჭრობის და მომსახურების ობიექტებზე, რომელთა მთლიანი რაოდენობა 1500-ს აღწევს.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ინფლაციის) გაანგარიშებას 1992 წლიდან. ინდექსის მეშვეობით ხდება ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ცვლილების გაზომვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი