ახალი ამბები

თუ იყო ზურაბიშვილზე მუქარა, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ – გიორგი ვაშაძე

12 ნოემბერი, 2018 • 2193
თუ იყო ზურაბიშვილზე მუქარა, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკურ გაერთიანებაში – “ძალა ერთობაშია” აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოჯახის წევრების მიმართ შესაძლო მუქარაზე არაფერი იციან და აღნიშნულის არსებობის შემთხვეაში საქმე სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოძიონ.

გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, “ძალა ერთობაშია” წინააღმდეგია ყოველგვარ ძალადობის.

“მე ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონის მთავარი პრბოლემა ის არის, რომ ის უპირისპირდება სამხედროებს და შეიარაღებულ ძალებს. როგორ შეიძლება ის საერთოდ მთავარსარდალი იყოს. მე არ ვიცი ის რაზე საუბრობს, თუ არის რაიმე სახის მიმოწერა, ეს აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურებმა.

მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი პერსონალური ძალადობის და ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ამას იძიებენ, რაც დღეს საქართველოში ხდება. ახალქალაქის, მარნეულის კასპის შემთხვევებს დაგისახელებთ… თუ რაიმე იყო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, გმოიძიონ, მაგრამ ვფიქრობ, რასაც ასხივებს ეს ქალი შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, ძალიან საგანგაშოა” – თქვა გიორგი ვაშაძემ.

დღეს, 12 ნოემბერს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატიმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს გაეგზავნათ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად იყო გამოკვეთილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა:

“სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: “შუბლს გაგიხვრიტავ”, “თქვენს სისხლს დავლევ”. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცერებულები არიან –  ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამინები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ქართული ვაჟკაცობის, ღირსების სიმბოლოა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, მან მიმართა შსს-ს, რომ რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტებზე, რათა დროულად იქნას აღკვეთილი ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ. პრეზიდენტობის კანდიდატი რეაგირებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი